ხელშეკრულება 1.5-წელზეა გათვლილი ერთი სეზონით გაგრძელების შესაძლებლობით.
კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გრიგალავამ "არსენალში" გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
- რუსული კლუბი დეკემბერში შემეხმიანა. შემოთავაზებამ სრულად დამაკმაყოფილა. კონტრაქტი უკვე გავაფორმეთ, ამიტომ მზად ვარ საქმეს შევუდგე.
- კვიპროსის "ეთნიკოსთან" ხელშეკრულება გაწყვიტეთ...
- დიახ და მადლობა მინდა ვუთხრა მათ, რომ წასვლის საშუალება მომცეს.
- გინდოდათ რუსეთში დაბრუნება?
- დიახ, "ანჟიდან" წასვლის შემდეგ და კვიპროსში გადაბარგების შემდეგ მიზნად დავისახე კვლავ პრემიერლიგაში მეთამაშა.
- იმ გახმაურებული ამბის გამო?
- დიახ, იყო რაღაც ნიუანსები. ასე ვთქვათ, ცუდად წავედი.
- კვიპროსის ჩემპიონატი შესამჩნევად სუსტია რუსეთის პირველობაზე?
- რა თქმა უნდა, მაგრამ არის რამდენიმე კლუბი, რომელიც პრემიერლიგაში არ დაიკარგებოდა. თუმცა რუსული კლუბები მათ ადრე ეთამაშებოდნენ და არც ისე კარგად.
შეგახსენებთ, რომ "არსენალში" გადასვლამდე გია გრიგალავა "ეთნიკოსში" თამაშობდა. მანამდე კი "როსტოვში", "ვოლგაში", "კრილია სოვეტოვში" და "ანჟიში" გამოდიოდა.
გრიგალავას "ანჟიდან" წასვლა სკანდალის თანხმლებით მოუწია, რადგან მაშინ მას სისხლში ვითომ ნარკოტიკული საშუალება აღმოუჩინეს, ხოლო გრიგალავამ განაცხადა, რომ კლუბმა მას ეს მოუწყო.
კვიპროსში გრიგალავას ასევე "პაფოსშიც" უთამაშია. რაც შეეება მის ამჟამინდელ კლუბს, "არსენალი" რუსეთის პრემიერლიგაში 17 ტურის შემდეგ 12 ქულით ბოლოსწინა მე-15 ადილზე იმყოფება.