ელგუჯა ლობჯანიძემ "ორენბურგის" მაისურით გაიტანა

AutoSharing Option
"ორენბურგის" ქართველი ფორვარდი ელგუჯა ლობჯანიძე მოლდოვურ "ზორიასთან" ამხანაგურ მატჩში გოლით გამოირჩა.

ლობჯანიძის გუნდმა კი ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. ქართველმა ფეხბურთელმა ანგარიში 47-ე წუთზე გახსნა, შემდეგ "ზორიამ" გათანაბრება შეძლო, ხოლო 84-ე წუთზე "ორენბურგმა" გამარჯვების გოლიც გაიტანა.

ელგუჯა ლობჯანიძემ "ორენბურგის" შემადგენლობაში მატჩი სრულად ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ ლობჯანიძე რუსულ კლუბში სინჯებზე იმყოფება და გუნდთან ერთად თურქულ შეკრებას გადის.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული