[ლეგიონი] თორნიკე ოქრიაშვილი და "კრასნოდარი" ნორვეგიელებს დაუზავდნენ

AutoSharing Option
8 თებერვალს, ესპანურ შეკრებაზე მყოფმა "კრასნოდარმა", რომლის ღირსებას თორნიკე ოქრიაშვილი იცავს, საკონტროლო მატჩი ნორვეგიულ "ჰეოგესუნთან" ჩაატარა.

მარბელიაში გამართულ შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა, ოქრიაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა. ქართველი ფეხბურთელი აქტიური იყო და ერთ ეპიზოდში გატანის კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა მისი დარტყმის შემდეგ ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა. აღსანიშნავია, რომ კრასნოდარელები ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ და მეტოქეს გათანაბრების საშუალება ბოლო ხუთ წუთში მისცეს.

"კრანსოდარი" ზამთრის მოსამზადებელ შეკრებას ესპანეთში დღეს ადგილობრივ "მარბელიასთან" სპარინგ-მატჩით დაასრულებს, წლის პირველ ოფიციალურ მატჩს კი 16 თებერვალს ევროპა ლიგაზე, თურქულ
"ფენერბაჰჩესთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდებულად გაისარჯა.
gverda
11:59 09-02-2017
0

სიახლეები პოპულარული