ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

დანიურმა "ესბიერგმა" ლაშა პარუნაშვილი ოფიციალურად წარადგინა

AutoSharing Option
ოთარ კაკაბაძისა და ბუდუ ზივზივაძის შემდეგ დანიურმა "ესბიერგმა" მესამე ქართველი ფეხბურთელი - ლაშა პარუნაშვილი წარადგინა.

23 წლის ფეხბურთელი თბილისის "დინამოში" თამაშობდა. დანიურ კლუბსა და ფეხბურთელს შორის 2,5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ლაშა "ესბიერგში" ექვსნომრიანი მაისურით ითამაშებს.

- ლაშა პარუნაშვილი: "ესბიერგის" სპორტული დირექტორი ისე მელაპარაკა, უარი ვეღარ ვუთხარი

შეგახსენებთ, რომ პარუნაშვილს პოლონური პლოცკის "ვისლას" ვარიანტიც ჰქონდა, მაგრამ საბოლოო არჩევანი "ესბიერგის" სასარგებლოდ გააკეთა. ამის წინაპირობად დანიელთა სპორტული დირექტორის, ტედ ვან ლეუვენის აქტიურობა იქცა.

ამ დროისთვის, "ესბიერგი" დანიის 14-გუნდიან სუპერლიგაში მე-12 ადგილზეა. კაკაბაძემ და ზივზივაძემ
უკვე ითამაშეს ამხანაგური მატჩი "ესბიერგის" შემადგენლობაში. უნდა ვივარაუდოთ, რომ პარუნაშვილის დებიუტიც მალე შედგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ