[ლეგიონი] დანიაში ოთარ კაკაბაძისა და ბუდუ ზივზივაძის დებიუტი შედგა [VIDEO]

AutoSharing Option
27 თებერვალს რამდენიმე ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა.

დანიის პირველობაზე სამი ქართველის "ესბიერგი" გასვლაზე "ლუნგბიუს" დაუზავდა - 0:0. სტუმართა გუნდში ორი ქართველის დებიუტი შედგა. ოთარ კაკაბაძემ 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, ბუდუ ზივზივაძე კი 67-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ესბიერგის" მესამე ქართველი ლაშა პარუნაშვილი გუნდს მომდევნო ტურიდან დაეხმარება.

დანიაშივე, მათე ვაწაძე თავის ყოფილ კლუბ "ორჰუსს" დაუპირისპირდა. მატჩი 1:1 დასრულდა. ქართველი ფორვარდი "ვიბორგის" ძირითად შემადგენლობაში იყო. ის მე-60 წუთზე შეცვალეს.

* * *
საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში "რეიმსი" შინ ლიდერ "ბრესტს"
დაუზავდა - 1:1. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, რომელმაც ბოლომდე ითამაშა.

* * *
პოლონეთის ექსტრაკლასაში "რუხმა" შინ 2:0 მოუგო "შლიონსკს". სტუმართა შორის სათადარიგო იყო ლაშა დვალი, რომელსაც ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკა აკლია.

* * *
აზიის ჩემპიონთა თასზე ტაშკენტის "ლოკომოტივმა" შინ 2:0 მოუგო დუბაის "ალ აჰლის". შეუცვლელად ითამაშა მასპინძელთა ქართველმა საყრდენმა კახა მახარაძემ. არაბულ გუნდში კი განელი ვარსკვლავი ასამოა გიანი ვიხილეთ.

* * *
აზერბაიჯანის ჩემპიონატში "ნეფთჩიმ" გასვლაზე 1:0 მოუგო აზალ-ს. გამარჯვებულთა შორის სრულად ითამაშა საქართველოს ნაკრების მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არა რა ზმაო რა! ვაის გავეყარე უის შევეყარეო ესეა ამათი საქმე :D საუბედუროდ მცირედით არის სხვაობა ჩვენს და მაგათ ჩემპს შორის.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული