[ლეგიონი] ხიზანიშვილმა გამარჯვების გაიტანა, კვეკვესკირს ხელი გაარტყეს [VIDEO]

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ჩემპიონატის მორიგ ტურში ზაურ სვანაძის გაწვრთნილმა ბაქოს "ინტერმა" გასვლაზე მოულოდნელად მოუგო პირველობის ლიდერსა და წყვილის ფავორიტ "ყარაბაღს".

ერთადერთი გოლი ზურაბ ხიზანიშვილმა 70-ე წუთზე გაიტანა, საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნიკა კვეკვესკირის "გაბალამ" სტუმრად 1:1 ითამაშა "ქიაფაზთან". კვეკვესკირი 38-ე წუთზე გააძევეს, რადგან წესი დაარღვია ნიჯათ გურბანოვის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი წამოდგა და ჩვენებურს ხელით შეეხო და ცხადია, არც კვეკვესკირი დარჩებოდა ვალში...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რუსეთის თასის მეოთხედფინალში "ურალმა" და "კრასნოდარმა" გამარჯვებული პენალტების სერიაში გაარკვიეს, მას მერე, რაც ძირითადი და დამატებითი დრო
3:3 დასრულდა. საფეხბურთო "ლატარიაში" იღბალმა "ურალს" გაუღიმა - 4:3.

გამარჯვებულთა შორის ტრავმის გამო არ უთამაშია გიორგი ჭანტურიას, "კრასნოდარში" კი თორნიკე ოქრიაშვილი სათადარიგო იყო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეტყობა სათაური ნახე და ვიდეო არ გინახია, ყურბანოვმა დაარტყა კვეკემ ხელით მოიცილა არ დაურტყია... თუ მაინც აგდებდნენ ჯობდა 1 მაგარი ეხია სიფათში.
ტროლs
17:06 01-03-2017
0
ზუსტადაც რომ ვალში დარჩა და მაინც გააგდეს... არადა, რა ჰქონდა დასაკარგი.... ყურბანოვს რომ სილის გაწნას შეარჩენ, ან ძალიან მაგარი ქრისტიანი უნდა იყო, ანაც - ყურბანოვზე უარესი ყურბანა....
მსქროლავი ტროლი
15:34 01-03-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული