მაშ ასე, თქვენ წინაშეა 8 ფეხბურთელი, რომელთაც, ჩვენი აზრით, ლეგიონერებში ყველაზე მეტად გამოიჩინეს თავი თებერვალში და არჩევანი თქვენთვის მოგვინდია.
გიორგი მერებაშვილი (პლოცკი, პოლონეთი)
3 თამაში, 2 გოლი, 2 პასი
30 წლის ნახევარმცველი საუკეთესოდ ათამაშდა. თებერვალში სულ სამჯერ ითამაშა ჩვენებურმა და მას მოედანი ერთხელაც არ დაუტოვებია ისე, რომ თავი არ გამოეჩინოს - ჯერ საგოლე პასი მიითვალა "შლიონსკთან" მატჩში, შემდეგ გაუტანა "კორონას", ბოლოს კი "ზაგლებიეს" შესანიშნავი გოლი გაუტანა და საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში.
გიორგი ქვილითაია
3 თამაში, 1 გოლი
ავსტრიის პირველობა განახლდა და გიორგი ქვილითაიამ მაშინვე გამოიჩინა თავი, ვენის დერბიში "აუსტრიას" გაუტანა.
გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია)
4 თამაში
ქართველი კაპიტანი კვლავ სტაბილურად თამაშობს "ვიტესის" შემადგენლობაში, რომელიც დიდებულად გამოდის ჰოლანდიის თასზე, პლუს, გუნდი ჩემპიონატში შვიდეულში შევიდა, რომელიც ევროპალიგის საგზურისთვის ბრძოლის უფლებას იძლევა.
ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი)
4 თამაში
ჯაბამ სეზონის სტარტი გამოტოვა, თუმცა ახლა ის უკვე "რეიმსის" ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მართალია, ის ამ თვეში გააძევეს, თუმცა ეს შეცდომით მოხდა, რის გამოც ქართველს დისკვალიფიკაცია გაუუქმდა.
გიორგი მაკარიძე (მორეირენშე, პორტუგალია)
5 თამაში
ამ თვეში მისმა გუნდმა მოუკლო, თუმცა ქართველი გოლკიპერი ისევ სტაბილურად თამაშობს. მან ყოფილ გუნდ "ფეირენშესთან" მატჩში პენალტიც მოიგერია.
ნიკა კაჭარავა (ახნასი, კვიპროსი)
2 თამაში, 1 გოლი
მან თვე კარგად დაიწყო და "აპოლონთან" თამაშში გოლიც გაიტანა, ბოლო მატჩებში კი არ გამოჩენილა.
ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი)
5 თამაში
ვაკომ თებერვალში ევროთასებზე "აიაქსის" წინააღმდეგ ორჯერ ითამაშა. ჰოლანდიურ შეხვედრაში ის უფრო აქტიური იყო, თუმცა "აიაქსის" გოლკიპერს ვერ აჯობა.
ზურაბ ხიზანიშვილი (ინტერი, აზერბაიჯანი)
5 თამაში, 1 გოლი
ვეტერანი მცველი სტაბილურად თამაშობს აზერბაიჯანის ჩემპიონატში. ბოლო ტურში მან გამარჯვების გოლი გაიტანა ლიდერ "ყარაბაღის" კარში.
ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ - ვის მიიჩნევთ თებერვლის საუკეთესო ლეგიონერად?