შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველი "არსენალში" კვიპროსული "ახნასიდან" იანვარში გადავიდა, მაგრამ პირველივე საკონტროლო თამაშში დაშავდა.
მასთან დაკავშირებით სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს, გრიგალავამ ტრავმა უკვე მოიშუშა და სულ მალე გუნდთან ერთად ვარჯიშსაც განაახლებს.
"პირველ თამაშში "ორენბურგის" წინააღმდეგ ვერ ვითამაშებ, მაგრამ უახლოეს ხანებში შევუერთდები მთავარ ჯგუფს. უფრო ზუსტ დროს, როდის ვითამაშებ, ჯერ ვერ დავასახელებ", - განაცხადა გრიგალავამ tula-football.ru-სთან საუბარში.