გია გრიგალავა: პირველ თამაშში არ ვიქნები, მაგრამ მალე გუნდთან ერთად ვარჯიშს დავიწყებ

AutoSharing Option
დღეიდან რუსეთში პრემიერლიგის გათამაშება განახლდება. 4 დეკემბერს ტულის "არსენალი" "ორენბურგს" სტუმრობს, თუმცა სტუმართა რიგებში გია გრიგალავას ოფიციალურ დებიუტს ვერ ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი მცველი "არსენალში" კვიპროსული "ახნასიდან" იანვარში გადავიდა, მაგრამ პირველივე საკონტროლო თამაშში დაშავდა.

მასთან დაკავშირებით სასიამოვნო ინფორმაცია გვაქვს, გრიგალავამ ტრავმა უკვე მოიშუშა და სულ მალე გუნდთან ერთად ვარჯიშსაც განაახლებს.

"პირველ თამაშში "ორენბურგის" წინააღმდეგ ვერ ვითამაშებ, მაგრამ უახლოეს ხანებში შევუერთდები მთავარ ჯგუფს. უფრო ზუსტ დროს, როდის ვითამაშებ, ჯერ ვერ დავასახელებ", - განაცხადა გრიგალავამ tula-football.ru-სთან საუბარში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული