Meczyki.pl: რთული წარმოსადგენია, რომ "ლეგია" ვაკო ყაზაიშვილს გამოისყიდის

AutoSharing Option
როგორც პოლონური საიტი meczyki.pl წერს, ვარშავის "ლეგიას" ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი, დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არნემის "ვიტესში" დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის შემტევი "ლეგიაში" "ვიტესიდან" 1-წლიანი იჯარის წესით გასული წლის ზაფხულში გადაბარგდა.

"სავარაუდოდ, ვაკო ყაზაიშვილი "ლეგიას" მალე დატოვებს. ქართველი ფეხბურთელი "ლეგიაში" ზაფხულში 1-წლიანი იჯარით მოვიდა.

შემოდგომა ვაკოსთვის მძიმე გამოდგა. ჩემპიონთა ლიგაზე დორტმუნდის "ბორუსიასთან" დებიუტის შემდეგ ის კვლავ სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

ზამთარში თითქოს ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა. ვაკომ "აიაქსთან" მატჩი სასტარტოში დაიწყო, თამაშის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ის შეაქო, მაგრამ შემდეგ
ისევ იგივე სცენარი განმეორდა. ამიტომ რთული წარმოსადგენია, რომ "ლეგია" ყაზაიშვილს გამოისყიდის", - წერს საიტი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნამდვილად ვერ მივხდი ამ ტრანსფერის არსს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა? და ისიც ისეთ გუნდში ორი თამაშის მერე რომ გამოვარდება? ნამდვილად უკან გადადგმული ნაბიჯი იყო ვაკოს მხრიდან, მშვენივრად თამაშობდა ვიტესშ, დიდი სათამაშო პრაქტიკაც ქონდა და გოლებიც გაქონდა.
0
რა პრობლემაა კაცო აგერ არაა "ფახთაქორი"...
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული