მარტის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით

AutoSharing Option
საიტის რედაქციამ მკითხველების შემდეგ მარტის თვის სამი საუკეთესო ლეგიონერი დაასახელა. ჩვენი ვერსია ოდნავ განსხვავებულია.

Sportall.ge-ს მკითხველებმა მარტის საუკეთესო ლეგიონერები გამოავლინეს

თვის საუკეთესო ლეგიონერი 12 ქულით ოდესის "ჩერნომორეცის" მცველი დავით ხოჭოლავა გახდა. ხოჭოლავამ სულ ორი თამაში (1 გოლი) მოასწრო (დისკვალიფიკაციისა და სანაკრებო პაუზის გამო), თუმცა იგი უკრაინის პრემიერლიგის თებერვალ-მარტის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.

მე-2-მე-3 ადგილებზე 4-4 ქულით მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველი საბა კვირკველია (4 თამაში) და ვენის "რაპიდის" ფორვარდი გიორგი ქვილითაია (3 თამაში, 1 გოლი) გავიდნენ.

2-2 ქულა მიიღეს ნიკა კაჭარავამ (ახნასი) და
გურამ კაშიამ
(ვიტესი). ნომინანტებს შორის იყვნენ (მაგრამ ქულები არ მიუღიათ): ჯაბა კანკავა (რეიმსი), ნიკა კვეკვესკირი (გაბალა) და გიორგი ბერიძე (ტრენჩინი).

იანვარი
1. ლევან მჭედლიძე, 2. გიორგი მაკარიძე, 3. გურამ კაშია

თებერვალი
1. გიორგი მერებაშვილი, 2. გურამ კაშია, 3. გიორგი მაკარიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული