ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

[ლეგიონი] გიორგი ქვილითაიას საგოლე პასი და ქართველები ფინალებში

AutoSharing Option
5 აპრილს ქართველი ლეგიონერების გუნდებმა მეტწილად სათასო შეხვედრებში ითამაშეს. ჰოლანდიის ჩემპიონატში კი მორიგი შეხვედრა ჩაატარა გურამ კაშიას "ვიტესმა", რომელმაც გასვლაზე 1:0 მოუგო "ჰერაკლესს". არნემულ კლუბს კაშიამ შეუცვლელად უკაპიტნა.

* * *
ავსტრიის თასის მეოთხედფინალური ბარიერი წარმატებით დაძლია ვენის "რაპიდმა", რომელმაც სტუმრად 3:1 მოუგო "ზანკტ პიოლტენს". გიორგი ქვილითაია გამარჯვებულთა შორის 72-ე წუთზე გამოჩნდა და ერთ წუთში საგოლე პასი მიითვალა.

* * *
რუსეთის თასის ფინალშია მოსკოვის "ლოკომოტივი", რომელმაც ნახევარფინალში 1:0 მოუგო "უფას". საბა კვირკველიამ "რკინიგზელთა" შემადგენლობაში თავიდან ბოლომდე ითამაშა.

* * *
აზერბაიჯანში თასის
საპასუხო ნახევარფინალები გაიმართა . "ყარაბაღმა" შინ 0:0 ითამაშა "ნეფთჩისთან". პირველი მატჩი გუშინდელ მასპინძელს 2:0 ჰქონდა მოგებული. შესაბამისად, ფინალში სწორედ ეს გუნდი გავიდა. "ნეფთჩის" შემადგენლობაში ითამაშა გიორგი ნავალოვსკიმ.

ფინალშია ნიკა კვეკვესკირის "გაბალა", რომელმაც პირველი მატჩი 3:1 მოუგო ბაქოს "ინტერს", მეორე შეხვედრაში კი 2:0 გაიმარჯვა. კვეკვესკირს არ უთამაშია. რაც შეეხება მეორე მხარეს, ზაურ სვანაძის გაწვრთნილ გუნდში ზურაბ ხიზანიშვილი ძირითადში იყო და სრულადაც ითამაშა.

* * *
ბელორუსის თასის პირველ ნახევარფინალში ბატე-მ გასვლაზე 0:2 წააგო ბრესტის "დინამოსთან". ვაკო გვილია მე-80 წუთზე შეცვალეს.

* * *
პოლონეთის თასის საპასუხო ნახევარფინალში პოგონის "შჩეცინი" შინ 0:1 დამარცხდა "ლეხთან". პირველი შეხვედრაც პოზნანელებმა მოიგეს 3:0. წაგებულთა შორის მათე ცინცაძე სათადარიგო იყო.
ასევე დაგაინტერესებთ