ქართველმა მცველმა უკვე მიიღო მონაწილეობა ცსკა-სთან საკონტროლო შეხვედრაში. ითამაშებს თუ არა "ტერეკთან", უკვე მწვრთნელის გადასაწყვეტია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებში ნათამაშებმა ფეხბურთელმა კლუბი იანვარში გამოიცვალა, კვიპროსული "ახნასიდან" რუსული პრემიერლიგის "არსენალში" გადავიდა, თუმცა პირველივე საკონტროლო მატჩში მძიმე დაზიანება მიიღო და მის დებიუტს ჯერაც ველით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"