ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ტყუილია! - ბუდუ ზივზივაძე "ესბიერგიდან" "სამტრედიაში" დაბრუნებას არ აპირებს

AutoSharing Option
გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე, რომელიც ამ ზამთარს "სამტრედიიდან" დანიურ "ესბიერგში" გადავიდა, სამშობლოში ნაადრევად დაბრუნებასა და კვლავ სამტრედიულ გუნდში თამაშს არ აპირებს.

მანამდე გავრცელდა ხმები, თითქოს, ზივზივაძე ახალი გუნდით უკმაყოფილოა და ისევ "სამტრედიაში" თამაშს აპირებს...  22 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში ისაუბრა.

"ტყუილია. ბევრს ისიც ეგონა, რომ აქ ერთი წუთითაც არ მათამაშებდნენ, მაგრამ უკვე ძირითადში მოვხვდი.

რაც შეეხება "სამტრედიას", მთელი ცხოვრება გია ცეცაძის, ბიჭებისა და ამ გუნდის ხელმძღვანელობის მადლიერი ვიქნები, რადგან ნდობა მქონდა, ავთამაშდი და
დანიელებმა სწორედ "სამტრედიაში" თამაშის შემდეგ შემნიშნეს.

მაგრამ ევროპაში ქართველი იმიტომ მიდის, რომ უკეთეს დონეზე ითამაშოს და კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეს. აქ კი ბევრად მეტი თავი და ყურია, ევროპელი სელექციონერები ყველა შეხვედრას ესწრებიან და მეტი შანსია, რომ შეგნიშნონ", - თქვა გამოცემასთან ინტერვიუში ზივზივაძემ.

ბუდუ ზივზივაძემ აქამდე "ესბიერგის" 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა: 2-ჯერ ძირითადში, 4-ჯერ კი შეცვლაზე ითამაშა.