გიორგი ქვილითაია "ალტახთან" თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა "რაპიდის" გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა, მე-2 კომპენსირებულ წუთზე მან საგოლე პასი მიითვალა.
გარდა საგოლე პასისა, ქართველ ფორვარდს ერთი კარგი მომენტი ჰქონდა, როცა მისი თავური მეკარემ მოიგერია. ავსტრიული მედია აღნიშნავს, რომ ქვილითაია თამაშში კარგად ჩაერთო.