საერთოდ, ის საინტერესო ფეხბურთელია საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის და ფაქტია, უკეთესი კლუბი სჭირდება იმისთვის, რომ ეროვნულ გუნდში დამკვიდრდეს.
ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა პორტუგალიურმა "რეკორდმა", რომელიც წერს, რომ ებრალიძის გადაბირებით დაინტერესებულნი არიან პორტუგალიური და კვიპროსული კლუბები. კერძოდ, საუბარია პრიმეირა ლიგის ბინადარ "პაკუშ ფერეირაზე", "ბოავიშტასა" და "ლიმასოლზე". ინფორმაციის გადას
"ვადასტურებ, რომ ამ მომენტში არის შემოთავაზებები ამ კლუბებიდან, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას არ ვჩქარობ. მინდა, მაქსიმალური კონცენტრაციით მოვეკიდო ჩემპიონატის ბოლომდე დარჩენილ თამაშებს. სეზონი დასრულდება და ამის შემდეგ გადაწყდება, სად წავალ", - გვითხრა ებრალიძემ.
შეგახსენებთ, რომ მან კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო და ჯერ კიდევ ჭაბუკობისას მიაშურა პორტუგალიას. სხვადასხვა დროს იცავდა "ესპერანსას", "ჟუვენტუდესა" და "ოლივეირენშეს" ღირსებას.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ებრალიძემ 3 მატჩი ჩაატარა. თავის დროზე მას კარიერის გაგრძელების რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, მათ შორის - თურქული სუპერლიგის კლუბშიც, თუმცა "ჟილ ვისენტეს" პრეზიდენტმა ქართველი არ გაუშვა.
რა თქმა უნდა, პორტუგალიის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში (სადაც უკვე აქვს თამაშის გამოცდილება) გადასვლა მისთვის ძალიან კარგი იქნება. მეორე მხრივ, საქართველოს ეროვნულ გუნდს დღესაც ძალიან სჭირდება მისნაირი ფეხბურთელი, ანუ ისეთი, ფლანგზე კაცის მოტყუება და სიტუაციის გამწვავება რომ შეუძლია...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"