ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

Przegladsportowy: "ლეგიამ" გადაწყვიტა - ვაკო ყაზაიშვილი არნემის "ვიტესში" დაბრუნდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვარშავის "ლეგიას" შემტევი ვაკო ყაზაიშვილი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე არნემის "ვიტესში" დაბრუნდება.

აღნიშნულ ინფორმაციას przegladsportowy.pl ავრცელებს. წყაროს ცნობით, "ლეგიამ" ყაზაიშვილის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო. კლუბი არ აპირებს ვაკოს გამოსყიდვას 2 მილიონ ევროდ.

შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილი "ლეგიაში" გასული წლის ზაფხულში ერთწლიანი იჯარის წესით გადავიდა. იჯარის დასრულების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, "ლეგიას" ყაზაიშვილის გამოსყიდვის უფლება აქვს, თუმცა, როგორც პოლონური მედია წერს, ვაკომ "ლეგიას" ხელმძღვანელთა მოლოდინები ვერ გაამართლა.
ასევე დაგაინტერესებთ