მაშ ასე, თქვენს წინაშეა არიან ლეგიონერები, რომელთაც, ჩვენი აზრით, ყველაზე მეტად გამოიჩინეს თავი აპრილში. საუკეთესო კი თქვენ უნდა ამოირჩიოთ.
გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია)
6 თამაში, თასი
არნემელთა კაპიტანმა აპრილში სტაბილურად ითამაშა, თვე კი დიდებულად დაასრულა - თვის ბოლოს როტერდამში ჰოლანდიის თასი მოიპოვა. რაც პირველი ტიტულია მის ჰოლანდიურ კარიერაში.
დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა)
3 თამაში
აპრილში ის უკვე ოფიციალურად გახდა "შახტარის" ფეხბურთელი, თუმცა სეზონს "ჩერნომორეცში" ჩაამთავრებს. ოდესელთა მაისურით მან უკვე მოასწრო მომავალი
საბა კვირკველია (ლოკომოტივი, რუსეთი)
5 თამაში
საბა დიდებულად მოერგო "ლოკომოტივს", მართალია, მარტის თვე მისთვის უფრო პროდუქტიული იყო, მაგრამ აპრილშიც სტაბილურად ითამაშა, ერთხელ კი სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია)
5 თამაში, 2 საგოლე პასი
"რაპიდში" ახალი მწვრთნელის მოსვლასთან ერთად ქართველმა ფორვარდმა ძირითადში ადგილი დაკარგა. ამიტომ აპრილში მას გოლი არ გაუტანია, თუმცა ორჯერ საგოლე პასი მაინც მიითვალა.
გიორგი ბერიძე (ტრენჩინი, სლოვაკეთი)
3 თამაში, 1 გოლი, 3 საგოლე პასი
19 წლის შემტევი ნახევარმცველი კვლავ ბრწყინვალედ თამაშობს სლოვაკეთში. გააქვს გოლები, საგოლე პასებით ამარაგებს პარტნიორებს და სტაბილურად ხვდება სიმბოლურ ნაკრებებში.
ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი)
5 თამაში, 1 გოლი
ჯანო "სპარტაკში" უფრო საშემოდგო ეტაპზე ბრწყინავდა, როცა 4 გოლი გაიტანა. თუმცა გუნდში უკანასკნელ როლებში არც ახლაა. აპრილში ერთი საგოლე პასით გამოიჩინა თავი.
ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია)
3 თამაში, 1 გოლი
მჭედლიძე დაბრუნდა და "ემპოლიმ" ისევ დაიწყო ქულების დაგროვება, ბოლოს კი "სან სიროზე" ჯიჯი დონარუმასაც გაუტანა, მაგრამ სამწუხაროდ, კვლავ ტრავმა მიიღო და ლაზარეთში გადაინაცვლა.
ზაქარია ბეგლარიშვილი (ფლორა, ესტონეთი)
5 თამაში, 3 გოლი
ამ თვეში ყველაზე პროდუქტიული ქართველი ლეგიონერია სამი გოლით.
ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ - ვის მიიჩნევთ აპრილის საუკეთესო ლეგიონერად?