[ლეგიონი] ვაკო ყაზაიშვილმა "ლეგიას" მაისურით პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
14 მაისს, პოლონეთის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა ვაკო ყაზაიშვილმა. ყაზაიშვილის "ლეგიამ" 33-ე ტურში "ტერმალიცას" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა - 6:0.

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა, 88-ე წუთზე კი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. "ლეგიას" მაისურით ეს ვაკოს პირველი გოლია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილი  "ლეგიაში" გასული წლის აგვისტოში იჯარის წესით გადაბარგდა და გავრცელებული ინფორმაციით, სეზონის დასრულებისთანავე ის "ვიტესში" დაბრუნდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჰოლანდიიდან არ უნდა წასულიკო
თამაზი
15 მაისი 2017 12:22
0
არ ვიცი რა ხდება.ვაკომ თავის თავში უნდა გააანალიზოს და იპოვოს რეგრესის მიზეზები,ძალიან შრომისმოყვარე ბიჭია და თუ მიზეზს მიაგნო,დარწმუნებული ვარ სიტუაციიდანაც გამოვა.ვაკოსი ძალიან იმედი მაქვს და მჯერა.
სოსო
15 მაისი 2017 10:36
0
ვაი ჩვენს პატრონს, შემტევმა ეხლა გაიტანა გოლი...
status quo
15 მაისი 2017 09:51
0
ეჰჰჰ :D:D:D
მორიგი იმედ გაცრუება )
მთელ სეხონში შემტევმა 1 გოლი გაიტანა :D:D რუსეთის პირველი ლიგა მაქს მომავალ სეზონში !
IKA
15 მაისი 2017 09:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული