[ლეგიონი] ვაკო ყაზაიშვილმა "ლეგიას" მაისურით პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
14 მაისს, პოლონეთის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა ვაკო ყაზაიშვილმა. ყაზაიშვილის "ლეგიამ" 33-ე ტურში "ტერმალიცას" უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა - 6:0.

ქართველი ფეხბურთელი მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა, 88-ე წუთზე კი მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. "ლეგიას" მაისურით ეს ვაკოს პირველი გოლია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ყაზაიშვილი  "ლეგიაში" გასული წლის აგვისტოში იჯარის წესით გადაბარგდა და გავრცელებული ინფორმაციით, სეზონის დასრულებისთანავე ის "ვიტესში" დაბრუნდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჰოლანდიიდან არ უნდა წასულიკო
თამაზი
12:22 15-05-2017
0
არ ვიცი რა ხდება.ვაკომ თავის თავში უნდა გააანალიზოს და იპოვოს რეგრესის მიზეზები,ძალიან შრომისმოყვარე ბიჭია და თუ მიზეზს მიაგნო,დარწმუნებული ვარ სიტუაციიდანაც გამოვა.ვაკოსი ძალიან იმედი მაქვს და მჯერა.
სოსო
10:36 15-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული