"კიკერის" ვერსიით, აკაკი გოგია II ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
აკაკი გოგია, გერმანული გამოცემა "კიკერის" შეფასებით, II ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელია. დრეზდენის "დინამოს" ქართველი შემტევი ნახევარმცველის საუკეთესო შეფასება 2,79 ბალია.

ის ოდნავ უსწრებს რობერტ ვულნიკოვსკის (ვიურცბურგერი) - 2,82 და ტორსტენ კირშბაუმს (ნიურნბერგი) - 2,85.

ბოლო ტურში "კარლსრუესთან" მატჩში (4:3) გოგიამ დუბლი შეასრულა და "კიკერისგან" 2 ბალი მიიღო (გერმანიაში 1 საუკეთესოა, 5 - უარესი).

ქართველის ანგარიშზე 19 მატჩში 10 გოლი და 2 საგოლე პასია. ამასთან, მას ბევრი ტრავმის გამო გაუცდა.

Liga-Zwei.de-მ 33-ე ტურის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ფანებს შეარჩევინა. გოგია ხმების 37%-ით მეორე
ადგილზე გავიდა რაინჰოლდ იაბოს (არმინია) - 39% - შემდეგ.

Sportall.Ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს ძალიან დიდი აღიარებაა. გაისად ალბათ ბუნდესლიგის რომელიმე კლუბი დაიმატებს! ნაკრებს ნამდვილად გამოადგება! ეჰ ჯიქიაც კარგი იქნებოდა ფლანგზე.
kika
15:18 18-05-2017
0
ვინ უნდა ამოაგდოს სასტავიდან? ჭანტურია, ოქრი თუ ვაკო?
letitbe
12:23 20-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული