გიორგი ქვილითაია ეროვნულ ნაკრებს მოლდოვასთან მატჩში დააკლდება

AutoSharing Option
weltfussball.at-ის ინფორმაციით, ვენის "რაპიდის" ფორვარდ გიორგი ქვილითაიას ტრავმა, სამწუხაროდ, მძიმეა. მისთვის სეზონი დასრულდა, იგი ასევე დააკლდება საქართველოს ნაკრებს ივნისში.

გიორგი "შტურმთან" მატჩის (1:0) 24-ე წუთზე დაშავდა და ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

ჩვენებური ავსტრიის ბუნდესლიგის ბოლო ორ ტურსა და თასის ფინალს გამოტოვებს (1-ელ ივნისს) "ზალცბურგთან".

"სამწუხარო სიახლე გვაქვს გიორგი ქვილითაიასთან დაკავშირებით. მან კუნთი დაიზიანა და ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს.

მისი მდგომარეობა მძიმე ჩანს, - ამბობს "რაპიდის" თავკაცი გორან ჯურიჩინი. - ქვილითაია რამდენიმე კვირას გამოტოვებს, ის ვერ იქნება დარჩენილ ტურებში და ვერც
ჩემპიონ "ზალცბურგთან" თასის ფინალში.

ჯერ კიდევ გასარკვევია, იქნება თუ არა ქართველი მწყობრში იმ დროისთვის, როცა "რაპიდი" ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. ქვილითაია ახალი სეზონისთვის უნდა გამოჯანმრთელდეს".

საქართველოს ნაკრები 7 ივნისს შინ ამხანაგურად გაეჯიბრება სენტ კიტსის ნაკრებს, ხოლო 11 ივნისს მუნდიალის შესარჩევ მატჩში ეწვევა მოლდოვას.
მკითხველის კომენტარები / 11 /
qutaiseli-ს: არა ძმა,მე ქინქლაძე-ქეცბაიას მერე თაობა ვიგულისხმე.ისინი ნამდვილი ვარსკვლავები იყვნენ.ქინქი,აჩი,შოთი,ქეცბა,ცხადაზე,შელია,ჯამარა,გოგიჩაიშვილი. მე მერე თაობას ვგულისხმობ
ბაჩო გ
20:41 23-05-2017
0
არ იყო პრფესიონალიზმი მაშინ და მიტომაც ვერ მიაღწიეს წარმატებას ღადავ ღადავში, ტოს ძახილში, უწმაწური სიტყვების ხმარებაში უნდოდათ ფონს გასვლა.
goga
16:19 23-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული