როდის დაუბრუნდება მოედანს თორნიკე ოქრიაშვილი?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 25 წლის ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი ჯერაც ტრავმირებულია. "ლელო" ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაგებად მის ოჯახს დაუკავშირდა.

"იცით, რომ თორნიკემ ჯვარედინი იოგის უკანა მხარე დაიზიანა. როგორც წესი, ასეთი ტრავმების შემდეგ ფეხბურთელები 6 ან 9 თვეს ვერ თამაშობენ. თორნიკემ ოპერაცია გერმანიაში გაიკეთა, რეაბილიტაციას კი კრასნოდარში გადის.

ეს პროცესი ძალიან კარგად მიდის, ერთი დღეც არ ჩაუგდია ამ პერიოდში. ეგ არის, ისეთი ტრავმაა, აჩქარება არ შეიძლება და არც ვჩქარობთ. წესით, სექტემბერში უნდა დაბრუნდეს. ამისთვის, ყველანაირი წინაპირობა არსებობს.

მანამდე ის "კრასნოდართან" ერთად წავა შეკრებაზე.
როგორც ვიცი, ავსტრიაში მიდიან", - გვითხრა ფეხბურთელის მამამ, გოჩა ოქრიაშვილმა.

თორნიკე ძალიან დიდი ძალაა საქართველოს ნაკრებისთვის. სერბეთთან მისმა არყოფნამ ჩვენი გუნდის თამაშს უარყოფითი დაღი დაასვა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მომავალ სეზონში ის უფრო დიდ და სტაბილურ როლს ითამაშებს "კრასნოდარში". მან ტრავმამდეც ჩაატარა რამდენიმე კარგი მატჩი, თუნდაც "ზენიტთან" მატჩში გატანილი "მაკრატელა" რად ღირს, მთელი რუსეთი რომ აალაპარაკა...

- თორნიკე ოქრიაშვილმა "ზენიტს" ულამაზესი მაკრატელა გაუტანა [VIDEO]

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მადლობა ალეკო, რომ მოიკითხე ტრამვირებული ფეხბურთელი, თოკო დღეისთვის საქართველოს ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი საუკეთესო ფეხბურთელი. მჯერა, რომ თოკოს თამაშზე იქნება დამოკიდებული სულ ცოტა 5-6 წელი მაინც საქართველოს ნაკრების კარგი თამაში.
gizog
16:23 31-05-2017
0
ჭანტურიაზეც დაწერთ?
გიორგი
14:53 31-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული