გიორგი არაბიძე უკრაინის პრემიერლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა

AutoSharing Option
უკრაინულმა გამოცემა UA-Футбол-მა გიორგი არაბიძე უკრაინის პრემიერლიგის 32-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

"ოლექსანდრიასთან" 1:1 დასრულებულ შეხვედრაში არაბიძემ საგოლე პასი მიითვალა და მან ერთი ტაიმი ითამაშა. ამ სეზონში ჩვენებურმა პირველად ითამაშა ძირითადი გუნდის შემადგენლობაში, სიმბოლურ ნაკრებში კი არაბიძე კარიერაში პირველად მოხვდა.

[ლეგიონი] ცხადაძის ბრწყინვალე მოგება და არაბიძის საგოლე პასი [VIDEO]

"19 წლის ასაკში გიორგი დაღვინებულ თამაშს აჩვენებს. "ოლექსანდრიასთან" მატჩის დასაწყისშივე ქართველმა რამდენიმე შეტევას დაუდო სათავე, რომელთაგან ერთ-ერთი გოლით დასრულდა. ნახევარმცველმა მართლაც დიდებული საგოლე პასი შეასრულა ბორიაჩუკზე.

ამის შემდეგაც ის კარგად იწყებდა
შეტევებს, სამჯერ დაარტყა მეტოქის კარისკენ, თუმცა სიზუსტე დააკლდა", - წერს გამოცემა.

სხვათა შორის, იმის გამო, რომ ბოლო ტურში არაბიძემ "შახტარის" პირველ გუნდში ითამაშა, დუბლების პირველობის ბომბარდირობა დაკარგა - "ოლიმპიკის" სტანისლავ ბელენკიმ ბოლო ტურში პენალტი გაიტანა და 16 გოლით ბომბარდირი გახდა, ჩვენებურს კი 15 გოლი დარჩა.

32-ე ტურის სიმბოლური ნაკრები.
UA-Футбол
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო გიო შენი იმედიღა დაგვჩა.
gode
09:16 02-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული