"ოლექსანდრიასთან" 1:1 დასრულებულ შეხვედრაში არაბიძემ საგოლე პასი მიითვალა და მან ერთი ტაიმი ითამაშა. ამ სეზონში ჩვენებურმა პირველად ითამაშა ძირითადი გუნდის შემადგენლობაში, სიმბოლურ ნაკრებში კი არაბიძე კარიერაში პირველად მოხვდა.
[ლეგიონი] ცხადაძის ბრწყინვალე მოგება და არაბიძის საგოლე პასი [VIDEO]
"19 წლის ასაკში გიორგი დაღვინებულ თამაშს აჩვენებს. "ოლექსანდრიასთან" მატჩის დასაწყისშივე ქართველმა რამდენიმე შეტევას დაუდო სათავე, რომელთაგან ერთ-ერთი გოლით დასრულდა. ნახევარმცველმა მართლაც დიდებული საგოლე პასი შეასრულა ბორიაჩუკზე.
ამის შემდეგაც ის კარგად იწყებდა
სხვათა შორის, იმის გამო, რომ ბოლო ტურში არაბიძემ "შახტარის" პირველ გუნდში ითამაშა, დუბლების პირველობის ბომბარდირობა დაკარგა - "ოლიმპიკის" სტანისლავ ბელენკიმ ბოლო ტურში პენალტი გაიტანა და 16 გოლით ბომბარდირი გახდა, ჩვენებურს კი 15 გოლი დარჩა.
32-ე ტურის სიმბოლური ნაკრები. UA-Футбол