საქართველოში გატარებული დღეების შთაბეჭდილებები "სპარტაკის" გოლკიპერმა sportsdaily.ru-ს გაუზიარა:
"საქართველოში ოთხი დღე დავყავით, სტუმრად ჯანო ანანიძესთან. ძალიან მომეწონა! მაგარი დასვენება გამოვიდა. მსგავსი სტუმართმოყვარეობა, სიმართლე გითხრათ, მანამდე არსად არასდროს მენახა. ეს კოშმარია! მეორედ იქ აღარ ჩავალ. ვუთხარი კიდეც: "ყველგან შენ იხდი - ასე არ შეიძლება!". მაგრამ საქართველოში ასე ყოფილა მიღებული - სტუმრებს საკადრისად უნდა დახვდნენ, გაუმასპინძლდნენ, სუფრა გაუშალონ".
"დარწმუნებული ვიყავი, რომ მომეწონებოდა,
ეს ულამაზესი, სტუმართმოყვარე ქვეყანაა, კეთილი ხალხით. ჩვენ შეყვარებული ვართ მასზე. თუკი ვინმეს გარკვეული შიში ან ეჭვები გაქვთ, ჩახვიდეთ თუ არა საქართველოში, გეტყვით, რომ აუცილებლად უნდა ჩახვიდეთ და მინიმუმ, ორი კვირით!", - ასეთი მინაწერი გაუკეთა რუსმა მეკარემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს, რომელიც მცხეთის ფონზეა გადაღებული.