საბა კვირკველიამ ყაზანის "რუბინში" ითამაშა

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინში" დაბრუნებულმა საბა კვირკველიამ გუნდის ტესტ-მატჩში მონაწილეობა მიიღო.

"რუბინი" ავსტრიული შეკრების ბოლო დღეს სლოვენიურ "ცელეს" შეხვდა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

კვირკველია მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და 45 წუთი ბოლომდე ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ კვირკველიას სატრანსფერო უფლებები "რუბინს" ეკუთვნის, თუმცა გასული სეზონის ნახევარი მან მოსკოვის "ლოკომოტივში" გაატარა, სადაც მოსკოვურ გუნდთან ერთად ქვეყნის თასი მოიგო.

იჯარის დასრულების შემდეგ კვირკველია "რუბინში" დაბრუნდა, თუმცა სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ფეხბურთელი, ჯერ დაზუსტებული არაა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმენა იმენა ყველანაერად ჩვენი მტრები არიან რუსები
Zuur
21:54 20-06-2017
0
მიტოს არ იყოს მაინც დააბრუნეს წუმპეში.DD იმედია ათამაშებენ მაინც.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული