დონეცკის "შახტარს" გერმანიაში ხოჭოლავა მიჰყავს, არაბიძე კი ჯერ საქართველოს სჭირდება

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარი", რომლის ღირსებას საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი იცავს, უცხოურ შეკრებაზე დავით ხოჭოლავასთან ერთად, მაგრამ გიორგი არაბიძის გარეშე გაემგზავრება.

"შახტარი" გერმანიაში 26 ივნისს გაემგზავრება და იქ 6 საკონტროლო მატჩს ჩაატარებს. ჯერჯერობით ცნობილი უკრაინელთა პირველი სამი სპარინგ-პარტნიორის ვინაობაა. ესენია: ადგილობრივი "ბოხუმი", "ჰოლშტაინი" და ბერძნული პაოკ-ი.

რაც შეეხება არაბიძეს, ფეხბურთელი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებშია გამოძახებული, რომელიც 2-იდან 15 ივლისამდე ჩვენს ქვეყანაში გასამართ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ითამაშებს.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ გიორგი ყიფიანის შეგირდებს ჯგუფში მეტოქეებად პორტუგალიის, შვედეთისა და ჩეხეთის თანატოლთა ნაკრებები ჰყავთ.

- U19.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული სია ევროპის ჩემპიონატის წინ
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორ მოხდა, რომ იკადრა არაბიძის გამოძახება? არიქა ეხლავე ჩასვი ჩარჩოებში ზედმეტი რომ არ აიღოს თავის თავზე...აუცილებლად უნდა გაფარჩაკდეს ნაკრები იმის მისახვედრად, რომ ეს კაცი მწვრთნელი არაა?:(((
murtalo
23:41 24-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული