პავლე ხორგუაშვილი უკვე გაათავისუფლეს, ვალტერს - რამდენიმე საათში

AutoSharing Option
ფინეთში დაკავებულ ქართველ ფეხბურთელს, ვალტერ ხორგუაშვილს, სავარაუდოდ, დღეს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფინეთში საქართველოს კოსნულმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, გუშინ უკვე გაათავისუფლეს ვალტერ ხორგუაშვილის ძმა, პავლე ხორგუაშვილი, რომელიც ფინეთის კრიმინალურ პოლიციას ეჭვმიტანილის სტატუსით მანამდე ჰყავდა დაკავებული.

"დღეს კიდევ ერთი მოსმენა გაიმართება, დაკითხავენ ვალტერ ხორგუაშვილს. როგორც ადვოკატმა მითხრა, დაკითხვის შემდეგ, მას სავარაუდოდ, დღესვე გაათავისუფლებენ", - განაცხადა ბაქრაძემ.

გარიგებულ მატჩებში ეჭვმიტანილი 6 ფეხბურთელი ფინეთის პოლიციამ 16 მარტს დააკავა. 6-დან 4 ფეხბურთელი ფინეთის ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონ ვეიკაუსლიგაში გადასული "როვანიემის" წევრია. დაკავებულთაგან ერთ-ერთი
ქართველი ლეგიონერი პავლე ხორგუაშვილი იყო. გუშინ პავლეს ძმა, ვალტერ ხორგუაშვილიც დააკავეს.


"ინტერპრესნიუსი"






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული