ახალი სეზონისთვის მზადება გუნდთან ერთად გააგრძელა და გასულ შაბათს "დორტმუნდთან" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაშიც
"სუინდონთან" საკონტროლო მატჩში 2:3 დამარცხდა ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუე". გუნდის ქართველი კაპიტანი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მე-16 წუთზე ანგარიში სწორედ იაშვილის საგოლე პასის შედეგად გაიხსნა.
ზურაბ ხიზანიშვილმა კვლავ "ბლექბერნის" სარეზერვო გუნდში ითამაშა. "ჰადერსფოლდთან" 0:1 წაგებულ საკონტროლო მატჩში იგი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75 წუთი დაჰყო მოედანზე. "ბლექბერნის" მთავარმა გუნდმა "რეინჯერსთან" 1:2 წააგო, მაგრამ ჩვენებური გუნდთან ერთად არ ყოფილა.
კიდევ ერთ ქართველ მცველზე უნდა გამცნოთ... გიორგი შაშიაშვილის "ერგოტელისი" ქვედალიგოსან "ჰანია" გაეჯიბრა და 3:0 მოიგო. "ერგოტელისმა" ორი შემადგენლობით ითამაშა და შაშიაშვილმა პირველი ტაიმი დაჰყო მოედანზე.
საფრანგეთის რიგით მეორე ლიგაში დაქვეითებული "ლე მანი" ახალი სეზონისთვის ემზადება. გიორგი მაკარიძისა და ამირან სანაიას გუნდმა მორიგი საკონტროლო მატჩში "ბრივი" სტუმრად 5:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში სანაიას მონაწილეობა არ მიუღია. გუნდის თავკაცმა არნო კორნიემ მთავარ მეკარე დიდიე ოვონის ნაცვლად, სწორედ მაკარიძეს ანდო კარი და მანაც ნდობა გაამართლა.
ჩვენებურთა "დიორ ეტომ" გადახალისებული შემადგენლობით კიდევ ერთ სპარინგ მატჩში იმარჯვა - "პიზენოკი" 4:2 დაამარცხა. აქსრულად მხოლოდ მცველმა ლაშა თოთაძემ ითამაშა, ნახევარმცველმა გიორგი განუგრავამ პირველ, ხოლო 19-წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა თემურ შარაშენიძემ მეორე ტაიმში ითამაშა. დიორელთაგან ბოლო გოლი სწორედ შარაშენიძემ გაიტანა.
კიდევ ორი ჩვენებურის ანგარიშზეა საკნტროლო მატჩში 4 გოლი, მაგრამ ქართველებს არცერთში წვლილი არ შეუტანიათ. დავით დევდარიანის "ორჰუსმა" "ფრემადს" 4:1 მოუგო. დავითი მეორე ტაიმში ჩართეს თამაშში. ლადო ბურდულის ბაქოს "ნეფთჩიმ" 4 მშრალი ბურთით დაამარცხა თურქული "ორდუსფორი". დევდარიანის მსგავსად, ბურდულმაც მეორე ტაიმში ითამაშა.