იაშვილმა გაატანინა, მაკარიძე ოვონოს ნაცვლად

AutoSharing Option
ამ დღეებში ვწერდით, ბერძნული "ოლიმპიაკოსის" თავკაცმა და "მიუნხენ 1860"- ში მათე ღვინიანიძის ყოფილმა მწვრნელმა ევალდ ლინენმა ქართველი მცველის დამატების სურვილი რომ გამოთქვა. მეტიც, პირეოსელები მზად იყვნენ ჩვენებურის სანაცვლოდ 900 ათასი ევრო გაეღოთ. სწორედ ამ თანხად არის შეფასებული ღვინიანიძე მიუნხენელთა კლუბში, სადაც მას გაისად ზაფხულში ეწურება საკონტრაქტო ვადა. ამ ტრანსფერს, ფეხბურთელის სურვილის გარდა, წინ არაფერი უნდა დადგომოდა, მაგრამ, როგორც გავიგეთ, ღვინინიძემ უარი თქვა ბერძენთა შეთავაზებაზე და "ლომებში" დარჩენა გადაწყვიტა.

ახალი სეზონისთვის მზადება გუნდთან ერთად გააგრძელა და გასულ შაბათს "დორტმუნდთან" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაშიც

ითამაშა(1:1), სასტარტო შემადგენლობაში იყო და 49-ე წუთზე მიუნხენელთა კარი აშკარა გოლისგან იხსნა.

"სუინდონთან" საკონტროლო მატჩში 2:3 დამარცხდა ალექსანდრე იაშვილის "კარლსრუე". გუნდის ქართველი კაპიტანი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მე-16 წუთზე ანგარიში სწორედ იაშვილის საგოლე პასის შედეგად გაიხსნა.

ზურაბ ხიზანიშვილმა კვლავ "ბლექბერნის" სარეზერვო გუნდში ითამაშა. "ჰადერსფოლდთან" 0:1 წაგებულ საკონტროლო მატჩში იგი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75 წუთი დაჰყო მოედანზე. "ბლექბერნის" მთავარმა გუნდმა "რეინჯერსთან" 1:2 წააგო, მაგრამ ჩვენებური გუნდთან ერთად არ ყოფილა.

კიდევ ერთ ქართველ მცველზე უნდა გამცნოთ... გიორგი შაშიაშვილის "ერგოტელისი" ქვედალიგოსან "ჰანია" გაეჯიბრა და 3:0 მოიგო. "ერგოტელისმა" ორი შემადგენლობით ითამაშა და შაშიაშვილმა პირველი ტაიმი დაჰყო მოედანზე.

საფრანგეთის რიგით მეორე ლიგაში დაქვეითებული "ლე მანი" ახალი სეზონისთვის ემზადება. გიორგი მაკარიძისა და ამირან სანაიას გუნდმა მორიგი საკონტროლო მატჩში "ბრივი" სტუმრად 5:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში სანაიას მონაწილეობა არ მიუღია. გუნდის თავკაცმა არნო კორნიემ მთავარ მეკარე დიდიე ოვონის ნაცვლად, სწორედ მაკარიძეს ანდო კარი და მანაც ნდობა გაამართლა.

ჩვენებურთა "დიორ ეტომ" გადახალისებული შემადგენლობით კიდევ ერთ სპარინგ მატჩში იმარჯვა - "პიზენოკი" 4:2 დაამარცხა. აქსრულად მხოლოდ მცველმა ლაშა თოთაძემ ითამაშა, ნახევარმცველმა გიორგი განუგრავამ პირველ, ხოლო 19-წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა თემურ შარაშენიძემ მეორე ტაიმში ითამაშა. დიორელთაგან ბოლო გოლი სწორედ შარაშენიძემ გაიტანა.

კიდევ ორი ჩვენებურის ანგარიშზეა საკნტროლო მატჩში 4 გოლი, მაგრამ ქართველებს არცერთში წვლილი არ შეუტანიათ. დავით დევდარიანის "ორჰუსმა" "ფრემადს" 4:1 მოუგო. დავითი მეორე ტაიმში ჩართეს თამაშში. ლადო ბურდულის ბაქოს "ნეფთჩიმ" 4 მშრალი ბურთით დაამარცხა თურქული "ორდუსფორი". დევდარიანის მსგავსად, ბურდულმაც მეორე ტაიმში ითამაშა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული