ფოფხაძე შტურმში ვარჯიშობს

AutoSharing Option
ილია კანდელაკის "შტურმიდან" ბაქოს "ინტერში" გადასვლის შემდეგ ავსტრიაში ქართველი ფეხბურთელი აღარ დარჩა. თუმცა, შესაძლოა ამ ქვეყანაში და სწორედ "შტურმის" განაცხადში ქართული გვარ-სახელი ისევ გამოჩნდეს. როგორც ირკვევა, დანიის რიგით მეორე ლიგაში მოასპარეზე "ვიბორგის" მცველი გიორგი ფოფხაძე გრაცის "შტურმშია". შეგახსენებთ, რომ ფოფხაძეს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში 7 მატჩი აქვს ჩატარებული, "ვიბორგთან" გაისად, 30 ივნისს უმთავრდება საკონტრაქტო ვადა. მისი სატრანსფერო ფასი კი 250 ათასი ევროა.

ავსტრიული ვებგვრდების სტურმ12.ატ-ისა და კურიერ.ატ-ის, ასევე დანიურ საიტ ბოლდ.დკ-ს ინფორმაციით, მარცხენა მცველი გიორგი ფოფხაძე შაბათს, 24 ილისს ჩავი
და გრაცში და "შტურმში" მისი დარჩენ-არდარჩენის ერთი კვირის განმავლობაში გაირკვევა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული