პოპულარულმა "სპორტ ექსპრესმა" მხოლოდ გოგიტა გოგუა შეიყვანა სიმბოლურში. ვებგვერდმა www.euro-football.ru-მ კი მხოლოდ ის დაასახელაა ტურის საუკეთესო 11-ეულში ეს ასე ახსნა:
"ჯერ კიდევ მატჩისწინა მიმოხილვაში გავაფრთხილეთ არმიელები, რომ კარგ ფორმაში მყოფი გოგიტა გოგუა მათთვის მეტად სახიფათო
ხატაჟენკოვის ჩაწოდების შემდეგ, გოგუამ ერთი შეხებით შორეულ დაბალ კუთხეში დაურტყა არმიელთა მეკარეს და გამარჯვების გოლი გაიტანა. თავად გოგუამაც მიიღო ყვითელი ბარათი. ნალჩიკელთა თავკაცი იური კრასნოჟანი უმალ გაერკვა სიტუაციაში და გოგუა შეცვალა. ამით კრსნოჟანმა ქართველის გაძევებაც აიცილა თავიდან და მისი ტრავმაც. გოგუას გარეშე ნალჩიკელთა შეტევები უღიმღამო გახდა. თუმცა, სანამ მოედანზე იყო, ქართველმა ნახევარმცველმა თავისი საქმე ხუთიანზე შეასრულა".
სიმბოლურში შეიყვანა გოგიტა გოგუა ვებგვერდმა www.championat.ru-მაც. "ქართველმა ნახევარმცველმა ცსკა-სთან მატჩში მხოლოდ ტაიმი დაჰყო მოედანზე, მაგრამ შეუჩერებელი იყო. პერსონალური მეურვე ოდია გოგუამ ყველა ორთაბრძოლაში დაჯაბნა. შემბერასიც ცდილობდა პარტნიორებს დახმარებოდა, მაგრამ გოგიტამ ისიც არაერთხელ გააწბილა. გოგუას კარგი თამაშის გვირგვინი მის მიერ გატანილი ეფექტური გოლი იყო, რომელმაც ნალჩიკელებს მოსკოვში ცსკა-სთან გამარჯვება მოუტანა", - წერს საიტი www.euro-football.ru.
ვებგვერდმა www.soccer.ru-მ გოგუა სიმბოლურ ნაკრებში არ შეიყვანა, მაგრამ სათადარიგოთა შორის დაასახელა და ასეთი მინაწერი გააკეთა:
"ცსკა-სთან მატჩიც პირველ ტაიმში არა მარტო ნალჩიკელთა შორის, არამედ ორივე გუნდში საუკეთესო იყო. საჯარიმო დარტყმებიც გამოიმუშავა. ქართველი ნახევარმცველი ვერავინ შეაჩერა, სანაქებო ოდია არარაობად აქცია და გამარჯვების გოლი გაიტანა".