შეგახსენებთ, რომ უცხოურ კლუბთაგან საჯაროდ პირველმა "სევილიამ" განაცხადა ჯანო ანანიძის ტრანსფერის სურვილი. ამ გუნდის გარდა, ანანიძით "იუვენტუსი",
22:54 26-07-2010
სევილიამ ჯანოს შოუ შეუკვეთა
AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკში" მოასპარეზე ვუნდერკინდმა ჯანო ანანიძემ, გასულ კვირაში "სიბირთან" მატჩში მორიგი შოუ შესთავაზა გულშემატკივარს. ჩვენებურმა რუსეთის პრემიერლიგაში დუბლი მიითვალა და ქომაგებს შთამბეჭდავი თამაშით დაამახსოვრა თავი. ჯანოს გამორჩეული ოსტატობა რუსეთს მიღმაც არ დარჩენიათ შეუმჩნეველი. ვებგვერდ sports.ru-ს ინფორმაციით, ესპანური "სევილიის" სკაუტებმა "სპარტაკს", "სიბირთან" ჩატარებული მატჩის DVD ჩანაწერი შეუკვეთეს. პარარელურად კი "სპარტაკთან" მოლაპარაკება დაიწყეს, ანანიძის გასხვისებას რომ დააპირებთ, "სევილიით" დაიწყეთ მოლაპარაკებებიო. თუმცა ანდალუზიელებმა რუსებისგან უარი მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ უცხოურ კლუბთაგან საჯაროდ პირველმა "სევილიამ" განაცხადა ჯანო ანანიძის ტრანსფერის სურვილი. ამ გუნდის გარდა, ანანიძით "იუვენტუსი",
"არსენალი", "მილანი", "ვესტ ჰემი" და სხვა კლუბები დაინტერესდნენ. თუმცა, sports.ru -ს მტკიცებით, ჯანოს მამა, ამირან ანანიძე საჯაროდ აცხადებს, რომ მისი შვილი ჯერჯერობით "სპარტაკს"' არ დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ უცხოურ კლუბთაგან საჯაროდ პირველმა "სევილიამ" განაცხადა ჯანო ანანიძის ტრანსფერის სურვილი. ამ გუნდის გარდა, ანანიძით "იუვენტუსი",
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ჩემი აზრით ჯერ ადრეა გადასვლა,ალბათ ერთ წელიწადში სრულად ჩამოყალიბებული იქნება ფეხბურთელად და მისით ვიამაყებთ.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული