ხიზანიშვილი შოთასთან ქაისერში?

AutoSharing Option
ბოლო ორი წელიწადია, რაც საქართველოს ნაკრების მცველ ზურაბ ხიზანიშვილს "ბლექბერნის" თავკაცი სემ ელერდაისი აღარ ენდობა. ჩვენებური სათამაშო პრაქტიკას ითხოვს, მას ბლექბერნელთა გუნდში თამაში არ უწევს და ერთობლივი შეთანხმებით, ზურა ჯერ "ნიუკასლში" იყო განათხოვრებული, მერე კი "რიდინგში". სწორედ ამ უკანასკნელ კლუბში ჩაამთავრა ხიზანიშვილმა წინა სეზონი. თუმცა წლევანდელ 30 ივნისამდე, ჩვენებური კონტრაქტით "ბლექბერნს" ეკუთვნოდა და ზურაც "რიდინგიდან" ელერდაისის გუნდში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ ივნისში, "რიდინგის" თავკაცმა ბრაიან მაკდერმოტმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქართველი მცველის შენარჩუნება სურდა, მაგრამ მის კლუბს ფინანსები არ ჰყოფნიდა -
ხიზანიშვილის კონტრაქტის გამოსყიდვის სანაცვლოდ კი "ბლექბერნი" 1 მილიონ ევროს ითხოვდა. ზურასაც ისღა დარჩენოდა "ბლექბერნში" დაბრუნებულიყო და ახალი სეზონისთვის გუნდთან ერთად დაეწყო მზადება. ჩვენებური ასეც მოიქცა, მაგრამ ამხანაგურ მატჩებში მხოლოდ დუბლებში უწევდა თამაში. რა თქმა უნდა, ამას ხიზანიშვილი ვერ შეეგუებოდა და აგენტმა ივან ბენეშმა "ბლექბერნის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები წამოიწყო.

როგორც ჩანს, ამან შედეგი გამოიღო. უკვე გადაწყვეტილი ამბავია, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, "ბლექბერნმა" ხიზანიშვილთან კონტრაქტი გაწყვიტა. შესაბამისად, ქართველ მცველს შეუძლია თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშუროს სხვა კლუბს. ბრიტანული ვებგვერდების mirrorfootball.co.uk-სა და lancashiretelegraph.co.uk-ს მიერ გავრცელებული ცნობებიც ამას ადასტურებს.
ბუნებრივია, საინტერესოა თუ სად გააგრძლებს კარიერას ეროვნული ნაკრების მცველი. ჩვენი ინფორმაციით, ხიზანიშვილი თუ ბრიტანეტში დარჩენას გადაწყვეტს "რიდინგს" მიაშურებს. გარდა ამისა, მისით ორი თურქული კლუბია დაინტერესებული, შოთა არველაძის "ქაისერისფორი" და "ანკარაგუჯუ".
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი წებო! -აბა ცოტა შემობრუნდი, მაღარიჩი დავლიოთ.
gago
16:51 10-04-2020
0

სიახლეები პოპულარული