ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ერეკლე კილაძე "კოპევეში" ჩაირიცხა

AutoSharing Option
ქართულ ლეგიონერთა სიას ამ კვირაში კიდევ ერთი დაემატა - ფინეთის ჩემპიონატის პირველ ლიგაში მოასპარეზე კოკოლას "კოპევეში" 21 წლის ქართველი მობურთალი ერეკლე კილაძე ჩაირიცხა. მასთან ერთად კლუბში კიდევ ერთი ახალწვეულის, ფინელი ტონი რაიასალას წარდგენა მოხდა.

"188 სმ. სიმაღლის ქართველ ნახევარმცველთან კლუბმა კონტრაქტი დაჩქარებულ რეჟიმში განახორციელა" - იუწყება კლუბის ოფიციალური საიტი. ფინურ კლუბში ერეკლეს ძმა - ნიკა და ირაკლი სირბილაძეც ირიცხებიან. სხვათა შორის "კოპევეს" მხოლოდ ეს სამი ლეგიონერი ჰყავს.

"მე ირაკლის ბაშვობიდან ვიცნობ, როცა თბილისის "ლოკომოტივში" გამოვდიოდი. ძალიან კარგია და მოხარული ვარ,
რომ ნიკასა და ირაკლისთან ერთად მომიწევს თამაში" - აცხადებს კლუბის ქართველი ახალწვეული.

როგორც ერეკლემ გვითხრა, "კოპევესთან" 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა, რათა სამომავლოდ სხვა კლუბში გადასვლა იოლად შეძლოს.

"ვეცდები, "კოპევე" კარიერაში ტრამპლინად გამოვიყენო. მართალია, 2-წლიან კონტრაქტს მთავაზობდნენ, მაგრამ მხოლოდ წლის ბოლომდე გავაფორმე კონტრაქტი, შემდეგ კი გადავწყვეტ - დავრჩები თუ უკეთეს კლუბში გადასვლას მოვახერხებ" - გვითხრა ერეკლე კილაძემ.

აქვე გეტვით, რომ ერეკლეს სპეციალისტები ბავშვობიდანვე დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, 17-წლამდელთა ნაკრების წევრიც გახლდათ, მაგრამ შემდეგ გარკვეული პერიოდი ტრავმებმა გააწამეს. ბოლოს ტრავმა სწორედ ფინურ კლუბში გადასვლის წინ მოიშუშა.

მამუკა ქანთარია