ხიზანიშვილი ანჟიში ისინჯება

AutoSharing Option
ამ სამიოდე დღის წინ, ეროვნული ნაკრების მცველ ზურაბ ხიზანიშვილზე ვწერდით. შეგახსენებთ, რომ ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ხიზანიშვილსა და "ბლექბერნს" შორის კონტრაქტი გაწყდა და ჩვენებურმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო. უცხოური სააგენტოების ინფორმაციაც გაგაცანით - ხიზანიშვილით, ინგლისური "რედინგი", შოთა არველაძის "ქაისერისფორი" და კიდევ ერთი თურქული კლუბი - "ანჯარაგიუჯუა" დაინტერესებული.

გუშინ უცხოურ ვებგვერდებზე მორიგი ცნობა გავრცელდა - შესაძლოა, ხიზანიშვილმა კარიერა რუსულ პრემიერლიგაში, კერძოდ, მახაჩყალის "ანჟიში" გააგრძელოს.

"საქართველოს ნაკრების მცველი ზურაბ ხიზანიშვილი "ანჟიში" სინჯებზეა. "ბლექბერნის" მცველი გასულ სეზონში "ჯერ "ნიუკასლში", ხოლო შემდეგ "რიდინგში" იყო განათხოვრებული.
მახაჩყალელთა გუნდის მთავარი მწვრთნელის გაჯი გაჯიევის თქმით, ხიზანიშვილთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - ეს ინფორმაცია გუშინ ჯერ "სპორტ-ექსპრესმა", ხოლო შემდეგ სხვა რუსულმა და ასევე აზერბაიჯანულმა წყაროებმაც გაავრცელეს. მერე ამას ბრიტანული "დეილი მეილიც" დაემატა:

"მას შემდეგ, რაც "ბლექბერნმა" ზურაბ ხიზანიშვილს თავისუფალი აგნტის სტატუსი მიანიჭა, ქართველ მცველთან რუსულმა "ანჟიმ" დაიწყო მოლაპარაკებები. "ანჟის", რომელიც ცხრილის შუაგულშია, ხიზანიშვილის გარდა განის ნაკრების ნახევარმცველ ლარი კინგსტონთან აწარმოებს მოლაპარაკებას".

გაჯიევს კვირკველიას დატოვება უნდა

ბოლოს დავუბრუნდეთ ისევ "სპორტ-ექსპრესს", რომელიც საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ ფეხბურთელზე, ამჯერად დავით კვირკველიაზე წერს. შეგახსენებთ, რომ კვირკველია "ანჟიში" ყაზანის "რუბინიდანაა" განათხოვრებული და ამ საიჯარო კონტრაქტის ვადა ხვალ, 31 ივლისს იწურება. როგორც ჩანს, "ანჟის" თავკაცს კვირკველია არ ეთობა. პრესასთან საუბარში გაჯიევმა აღნიშნა, რომ ქართველთან ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე მახაჩყალელები "რუბინთან" უკვე შეთანხმებულები არიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული