ლოვჩევი: გეშინოდეთ ანანიძის!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ვუნდერკინდ ჯანო ანანიძეს რუსეთის ჩემპიონატში არაერთი სპეციალისტი მოუხიბლავს. ერთი სიტყვით, მისი შესაძძლებლობები, იქაც კარგად იციან და სათანადოდ აფასებენ მის ტალანტს. ამ შინაარსის მასალა ადრეც შეგვხევდრია და ამჯერადაც მსგავსი უნდა გაგაცნოთ.

საქმე ის არის, რომ რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში, მოსკოვის "სპარტაკი" იმ ცსკა-ს ეთამაშება, რომელიც გასულ უქმეებზე ნალჩიკელებმა დავით სირაძისა და გოგიტა გოგუას გოლებით დაამარცხეს. უახლოეს ტურის მატჩების შესახებ, ვებგვერდი championat.ru, საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი მცველი ევგენი ლოვჩევის აზრით დაინტერესდა. "სპარტაკი"-ცსკა-ს წყვილზე საუბრისას
ლოვჩევმა ანანიძეძე გაამახვილა ყურადღება და არმიელთა კლუბის მცველებს რჩევა-დარიგებაც მისცა.

"სპარტაკის" თავკაცმა ვალერი კარპინმა ჯანო ანანიძეს სრული თავისუფლება მისცა. მწვრთნელმა ჯანო დაცვითი ოპერაციებისგან გაათავისუფლა და საგოლე მომენტების შექმნაზე ორიენტირება მოსთხოვა. ვფიქრობ, ჩვენ ვრც კი წარმოვიდგენთ და ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რამდენად ნიჭიერია ანანიძე. ყოველ მომდევნო მატჩში ჯანო უფრო თავისუფლად, შემოქმედებითად, დამაჯერებლად თამაშობს და უფრო უკეთ წარმოაჩენს საკუთარ ტალანტს. თუ "არმიელები" ჯანოს პირველივე ტაიმში ხისტად არ ეთამაშებიან, მაშინ ანანიძე მათ მორიგ შოუს შესთავაზებს. ასე რომ მამაევო და ცსკა-ს მცველებო, ანანიძის გეშინოდეთ!", - championat.ru-სთან საუბარში აღნიშნა ევგენი ლოვჩევმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული