საქმე ის არის, რომ რუსეთის პრემიერლიგის მე-15 ტურში, მოსკოვის "სპარტაკი" იმ ცსკა-ს ეთამაშება, რომელიც გასულ უქმეებზე ნალჩიკელებმა დავით სირაძისა და გოგიტა გოგუას გოლებით დაამარცხეს. უახლოეს ტურის მატჩების შესახებ, ვებგვერდი championat.ru, საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი მცველი ევგენი ლოვჩევის აზრით დაინტერესდა. "სპარტაკი"-ცსკა-ს წყვილზე საუბრისას
"სპარტაკის" თავკაცმა ვალერი კარპინმა ჯანო ანანიძეს სრული თავისუფლება მისცა. მწვრთნელმა ჯანო დაცვითი ოპერაციებისგან გაათავისუფლა და საგოლე მომენტების შექმნაზე ორიენტირება მოსთხოვა. ვფიქრობ, ჩვენ ვრც კი წარმოვიდგენთ და ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რამდენად ნიჭიერია ანანიძე. ყოველ მომდევნო მატჩში ჯანო უფრო თავისუფლად, შემოქმედებითად, დამაჯერებლად თამაშობს და უფრო უკეთ წარმოაჩენს საკუთარ ტალანტს. თუ "არმიელები" ჯანოს პირველივე ტაიმში ხისტად არ ეთამაშებიან, მაშინ ანანიძე მათ მორიგ შოუს შესთავაზებს. ასე რომ მამაევო და ცსკა-ს მცველებო, ანანიძის გეშინოდეთ!", - championat.ru-სთან საუბარში აღნიშნა ევგენი ლოვჩევმა.