ხორგუაშვილები პატიმრობას გადაურჩებიან

AutoSharing Option
ალბათ, გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ფინეთის პოლიციამ "როვანიემის" 9 ფეხბურთელი რომ დააკავა, რომელთა შორისაც 7 ზამბიელი იყო, ხოლო ორი ქართველი - ტყუპი ძმები პავლე და ვალტერ ხორგუაშვილები.

ქართველები სამართალდამცველებმა დაჰკითხეს და გაუშვეს, თუმცა საქმე ამით არ დახურულა.

ძიება გრძელდება და სასამართლო პროცესიც გაიმართება, სადაც საბოლოოდ გაირკვევა, ურევია თუ არა ხორგუაშვილების ხელი მატჩების გარიგებაში. კერძოდ, ლაპარაკია "როვანიემისა" და "ტამპერეს" შეხვედრაზე, რომელიც 1:1 დასრულდა.

ფინურ პრესაში პროკურატურის მოთხოვნებია გამოქვეყნებული. პროკურატურა სასამართლოზე ცხრიდან ექვსი ფეხბურთელის დაპატიმრებას მოითხოვს, დანარჩენებზე კი პირობითი მსჯავრისა და ფინანსური
სანქციების საკითხს დააყენებს. აღსანიშნავია, რომ ხორგუაშვილებს პატიმრობის საფრთხე არ ემუქრებათ - უარეს შემთხვევაში მათ პირობითი სასჯელი და ფულადი ჯარიმა დაეკისრებათ.

აქვე პროკურატურის მოთხოვნებსაც გაგაცნობთ და შეგიძლიათ შეადაროთ, რამდენად მძიმედ აფასებენ სხვა ფეხბურთელების ბრალეულობას.
მვაბა - პატიმრობა 23 თვით და ჯარიმა 49050 ევრო.
ჩიბვე - პატიმრობა 22 თვით და ჯარიმა 47050 ევრო.
კუნდა - პატიმრობა 22 თვით და ჯარიმა 40850 ევრო.
მუსონდა - პატიმრობა 22 თვით და ჯარიმა 38550 ევრო.
ჩიბანგა - პატიმრობა 20 თვით და ჯარიმა 28550 ევრო.
მვეეტვა - პატიმრობა 19 თვით და ჯარიმა 23550 ევრო.
პავლე ხორგუაშვილი - პირობითი პატიმრობა ერთი წლით და ჯარიმა 11000 ევრო.
ვალტერ ხორგუაშვილი - პირობითი პატიმრობა ერთი წლით და ჯარიმა 11000 ევრო.
კომბე - პირობითი პატიმრობა 8 თვით და ჯარიმა 1000 ევრო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული