ბედნიერია, რომ აცვია საქართველოს ფორმა - ბელგიური პრესა მიქაუტაძეზე

AutoSharing Option
გიორგი მიქაუტაძის სანაკრებო დებიუტი ისევ ბელგიური მედიის ყურადღების ქვეშაა. როგორც "walfoot" წერს, ქართველ თავდამსხმელს სიხარული იმედგაცრუებად ექცა, რადგანაც შვედეთთან მატჩის შემდეგ, ტრავმირებულს, კლუბში დაბრუნება მოუწია. გამოცემა "სერენის" ფორვარდის სიტყვებს ციტირებს:

"საქართველოს ნაკრებში ყველამ მეგობრულად მიმიღო და ამით ძალიან გახარებული ვარ. ეს ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო".

სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ნაკრების ფორმის მორგებით, თავდამსხმელი ძალიან ამაყია.

წყარო: walfoot
სიახლეები პოპულარული