მოსკოვის "დინამოში" ახლახან ჩარიცხული გაგნიძე შესაძლოა, იჯარით გაუშვან

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოში" ახლახანს ჩარიცხული ლუკა გაგნიძე შესაძლოა, ეკატერინბურგის "ურალში" ერთწლიანი იჯარით გაუშვან - ამის შესახებ Sport-Express-ი წერს. რუსული გამოცემა მიუთითებს, რომ ამის მიზეზი შესაძლოა, როგორც ლეგიონერებზე არსებული ლიმიტი, ასევე, ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის ნაკლები შანსი იყოს.

18 წლის ნახევარმცველი, რომელმაც თბილისის "დინამოში" 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა, ახალ კლუბში 1.5 მილიონ ევროდ ჩაირიცხა და მოსკოველებთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

"ურალმა" პრემიერლიგის გასული სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულა, მოსკოვის "დინამომ" კი - მეშვიდეზე. ახალი გათამაშება 25 ივლისს
დაიწყება.

altგაგნიძე: რუსეთში ბრწყინვალე ჩემპიონატია და სწრაფ პროგრესირებაში დამეხმარება

altchampionat: გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა

მკითხველის კომენტარები / 6 /
მიკვირს ლანძღვა რომ არ გავატანეთ, თუ ცსკა-არმიაა, "დინამო" მოსკოვი შსს-ოა,(мвд, фсб). დღეს არც ერთი აღარაა სახ.ხელში, ორივე კერძო საკუთრებაა შენარჩუნებული ისტორიული სახელით.ანუ ის კალათბურთელი ბიჭი დაგვეჩაგრა, მაგრად ვლანღეთ.
დათო
10 ივლისი 2021 16:03
1
ფიფიამ ფული იშოვა, ეგ ბიჭი იქ "დინამოს"ხელფასს აიღებს მაინც და ურალს იქით არ წავა?! ბერიაშვილზე კი საწყენია, საერთოდ 1 ლიგაში წავიდა! ნუ ასე იცის ჯუღელამ!
kaxi
10 ივლისი 2021 09:58
0
მოსკოვის დინამო დიდი გუნდიაო, ინფორმაციები მოვიძიეო ისაო ესაო, და კი მიდის "ურალში" ეხლა. ესეიგი დაგოიმდა.
არიქა
10 ივლისი 2021 00:12
1
ლუჩ-ენერგია გამოგრჩა
zajigalka
10 ივლისი 2021 18:37
0
იგრავოი პრაკტიკა ექნება მანდ. მაგარი გრანდები ვიცი ურალი როტორი ორენბურგუ ტოლიატი გროზნი და ა.შ მალე დიდ გრანდში გადავა არსენალში. ოღონდ ტულის
თოკო
10 ივლისი 2021 11:35
2
შესაძლოა არა, გაუშვეს ურალში და ეგაა. ცირკია რა!
: )))))))
09 ივლისი 2021 13:13
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული