ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ხოჭოლავას უიღბლო დებიუტი "კოპენჰაგენში" - ტრავმა, შეცვლა, მარცხი

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 28 წლის მცველ დავით ხოჭოლავას დანიურ "კოპენჰაგენში" უიღბლო დებიუტი გამოუვიდა - ვენის "რაპიდთან" შეხვედრაში შეჯახების შემდეგ, 43-ე წუთზე შესაცვლელი შეიქმნა, მისი გუნდი კი 0-1 დამარცხდა.

ავსტრიელები საკუთარ მოედანზე და 7 500 გულშემატკივრის თვალწინ აქტიურად უტევდნენ და მეტოქის დაცვის ხაზს არაერთი პრობლემა შეუქმნეს.

"რაპიდმა" გამარჯვების გოლი დანიელთა მცველების შეცდომის შედეგად გაიტანა -  65-ე წუთზე კარამ რამდენიმე მოწინააღმდეგეს დაასწრო და ანკერსენის კარი აიღო.

ეს შეხვედრა დანიის ჩემპიონატის დაწყების წინ გენერალური რეპეტიცია იყო - 18 ივლისს ხოჭოლავა გუნდი "ოლბორგს" უმასპინძლებს, 22 ივლისს კი კონფერენს ლიგაში
ბელარუსის "ჟოდინოს" მიიღებს. ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის ტრავმის სირთულე უცნობია.


altხოჭოლავა "კოპენჰაგენში" საქმეს შეუდგა და "პარკენზე" საქართველოს დროშის აფრიალებაზე ოცნებობს

altua-football: ხოჭოლავამ "შახტარიდან" ყველაფერი გამოწურა და ბედნიერი ბილეთი გამოაძრო [VIDEO]

alt"შეიძლება მარტო დავითი დავუძახოთ?" - "კოპენჰაგენის" ფანები ხოჭოლავას ტრანსფერს ეხმაურებიან

altოფიციალურად:ხოჭოლავა "კოპენჰაგენის" ფეხბურთელია [VIDEO]



ასევე დაგაინტერესებთ