ბრაჭულმა 19-წლამდელთა ნაკრებში ბოლოს მაისში, ბელარუსში გამართულ ამხანაგურ მატჩებში ითამაშა, სადაც ჩვენმა ჭაბუკებმა იქაური თანატოლები ორჯერ - 2:0 და 6:0 დაამარცხეს. ქართველ ცენტრალურ მცველთან ყაზანელებმა გააფორმეს კონტრაქტი ფორმულით - 6 თვე პლუს 3 წელი. შესაბამისად, მიმდინარე სეზონს ბრაჭული
მას შანსი ეძლევა, შესაძლებლობები წარმოაჩინოს და ხანგრძლივი კონტრაქტი დაიმსახუროს. ბრაჭულის ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია საფეხბურთო აგენტმა რევაზ ჩელებაძემ დაგვიდასტურა. მანვე მოგვცა საშუალება, "რუბინის" ახალწვეულის კომენტარი ჩაგვეწერა:
"ყაზანში ტესტირება რამდენიმე დღე გაგრძელდა. ვარჯიშების გარდა, საკონტროლო მატშიც გამომცდეს. ის თამაში 1:0 მოვიგეთ, სასტარტოში ვიყავი და ცენტრალური მცველის პოზიციაზე შეუცვლელად ვითამაშე. მატჩს "რუბინის" მთავარი შემადგენლობის თავკაცი ყურბან ბერდიევიც ესწრებოდა. ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ და, მწვრთნელებმა შემაქეს. ჩემი აქ დარჩენა უკვე გადაწყვეტილია... ლაშა სალუქვაძეც ვნახე. მისი ტრავმა სერიოზული ეგონათ, მაგრამ არაფერია, საბედნიეროდ, მალე მწყობრში იქნება".