თემურ ფარცვანია: უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნობა დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს

AutoSharing Option
თემურ ფარცვანია 1991 წელს 6 ივნისს თბილისში დაიბადა. უკრაინაში 2008 წელს გადავიდა, რის შემდეგაც ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. დღეს ქართველი ფეხბურთელი კიევის ”დინამო 2”-ის ღირსებას იცავს და უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოდის.

ახლახან ვალერი ლობანოვსკის სახელობის ტურნირის ნახევარფინალში უკრაინის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისრაელი დამაჯერებლად 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ დაპირისპირებაში უკრაინელ ახალგაზრდებს ჩვენებური კაპიტნობდა.

კიევის ”დინამოს” ვებგვერდმა ფარცვანიასთან მცირე ინტერვიუ გამოაქვეყნა.

- პირველ ტაიმში ორივე გუნდი ფრთხილად თამაშობდა, თუმცა შესვენების შემდეგ უპირატესობა ჩვენ მხარეს იყო. ბურთს უმეტესწილად ჩვენ ვფლობდით და თამაშის მიმდინარეობას
ვაკონტროლებდით.

- რატომ გამოვიდა ტაიმები ასეთი განსხვავებული?
- პირველ ტაიმში კუთხურიდან გოლის გატანა შეგვეძლო, გარმაშს კარგი მომენტი ჰქონდა, თუმცა არ გაგვიმართლა, ხოლო მეორე ტაიმში უფრო კარგად ვითამაშეთ და მომენტები გამოვიყენეთ.

- შეხვედრის საკვანძო ეპიზოდი პირველი გოლი იყო?
- არა მგონია, რადგან პირველი გოლის შემდეგაც მოწინააღმდეგე ცდილობდა სიტუაციის გამოსწორებას, თუმცა ჩვენ დაცვაში არ ჩავჯექით და შეტევა განვაგრძეთ.

- კაპიტნის სამკლავურით როგორ გრძნობდით თავს?
- ნორმალურად. დიდი პასუხისმგებლობა მქონდა. ამიტომ ვცდილობდი, შეცდომები არ დამეშვა და ფხიზლად მეთამაშა. ფეხბურთელებს მუდმივად რჩევებს ვაძლევდი, ხოლო მსაჯთან არ ვკამათობდი. მსაჯთან კამათს აზრი არა აქვს - თავის გადაწყვეტილებას მაინც არ შეცვლის.

- შარშან ლობანოვის ტურნირში უკრაინის ახალგაზრდულმა ნაკრებმა მე-3 ადგილი დაიკავა. წელს რას აპირებთ?
- ლობანოვსკი ბრწყინვალე მწვრთნელად აღიარებულია არა მარტო უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში. შევეცდებით მისი სახელობის ტურნირის ფინალი მოვიგოთ.

- გადამწყვეტ ორთაბრძოლაში უზბეკეთს უნდა დაუპირისპირდეთ. რას იტყოდით მეტოქეზე?
- სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის სულერთია, ვის ვეთამაშებით - უზბეკეთს თუ სერბეთს. ფინალური შეხვედრისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ და მეტოქე შევისწავლოთ.

ვალერი ლობანოვსკის ტურნირის ფინალური შეხვედრა უკრაინასა და უზბეკეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის დღეს, 10 აგვისტოს გაიმართება.

მომზადებულია fcdynamo.kiev.ua-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
საბჭოთა კავშირი აღდგა? ისევ ერთად ვართ სუყველა? გრუზინი კაპიტანი დანიშნეს ნაკრებში?
mentaliteti
21:11 10-08-2011
0
ერთი შენ ტვინში ჩამახედა 2 წამით...
კაცია კაცური და დასანიშნი იყო!
რა შუაშია ფეხბურთთან სსსრ?
ალაგ-ალაგ რომ არ წაGკითხა იმასაც დაინახავდი რომ ბიჭი უკრაინის მოქალაქეა,
საბჭოთა კავშირი კი არ აღდგა-ადამიანს შრომა და კაცობა დაუფასდა!
თემო მაგრად გამიხარდა,წარმატებებს გისურვებ!
vova
12:36 11-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული