ხიზანეიშვილი ცენტრში ან შუაში

AutoSharing Option
ამ ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, ოთარ ხიზანეიშვილმა მახაჭყალის "ანჟისთან" რომ გააფორმა წლინახევრიანი კონტრაქტი. ქართველი მცველი, რომელიც გერმანიაში გადაბარგებამდე, მოსკოვის "სპარტაკსა" და "დინამოში" გამოდიოდა, უკვე შეიყვანეს "ანჟის" განაცხადში და თამაში უფლებაც აქვს. შესაბამისად, რუსეთის მთავარ საფეხბურო ლიგაში ოთარის ხელახალ დებიუტს მალე უნდა ველოდოთ.

"ანჟის", რომელიც 19 ქულით მე-11 ადგილზეა, კვირას რთული მატჩი ელის. 15 აგვისტოს მახაჭყალელები მესამე ადგილზე მყოფ ცსკა-ს მოსკოვში ეთამაშებიან. შესაძლოა, სწორედ ამ შეხვედრაში შედგეს ოთარის დებიუტი...

როგორც ირკვევა, მახაჭყალელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გაჯი გაჯიევი კარგად იცნობს ხიზანეიშვილის შესაძლებლობებს
და მასზე დიდ იმედებს ამყარებს. "ანჟის" დაცვის ცენტრში პეკოვი-ტაგირბეკოვის ტანდემი საიმედოობით გამოირჩევა და პოპულარულია. თუმცა ამ დუეტის გარდა, გაჯიევი სხვა პოზიციაზეც ხედავს ჩვენებურს.

საინტერესოა, თუ როდის უნდა ველოდოთ ოთარ ხიზანეიშვილის გამოჩენას "ანჟის" შემადგენლობაში? ამ კითხვაზე პასუხს ნაწილობრივ მაინც სცემს დაღესტნელთა გუნდის თავკაცი გაჯიევი.

"სანაკრებო პაუზა იყო და ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმაც ეროვნულ გუნდებს მიაშურეს. ნაკრებში გამოძახების შემდეგ, კლუბში დაბრუნებული ფეხბურთელები ზოგჯერ სათანადო ფორმაში ვერ არიან. ვნახოთ, თუ შუკუროვი კარგ კონდიციაში არ იქნება, მაშინ ახალწვეულ ოთარ ხიზანეიშვილს ვათამაშებ მის პოზიციაზე. ვფიქრობ, ოთარს დაცვაში ორ პოზიციაზე, ცენრში და მარჯვენა ფრთაზე შეუძლია ჩვენი ფეხბურთელების სათანადოდ შეცვლა", - აღნიშნა გაჯი გაჯიევმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული