კაკულიას ჯერ მხოლოდ ქულა აქვს

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" ყოფილმა ფეხბურთელმა დავით კაკულიამ კარიერა მოლდოვაში გააგრძელა. გასული სეზონის დასრულებასთან ერთად, ახალგაზრდა ჭაბუკ ნახევარმცველს "ლოკომოტივთან" საკონტრაქტო ვადა ამოეწურა. აგენტის მეშვეობით მოლდოვაში მოხვდა და მის ტესტირება მოლდოვურ "შინტულ გეორგეში" (რაც ქართულად წმინდა გიორგის ნიშნავს - ავტ.) შედეგიანად დასრულდა. მოლდოველებმა ჩვენებურთან 1-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს.

კაკულიას ახალ გუნდში უკვე ჰქონდა დებიუტი. მოლდოვაში ახალი სეზონის ჯერ მხოლოდ 3 ტურია ჩატარებული. კაკულიას მეორე ტურში ჰქონდა დებიუტი, "მილსამი ორჰეისთან" სტუმრად წაგებულ (1:2) შეხვედრაში დათმო მეორე ტაიმის შუაწელში გამოჩნდა მოედანზე. როგორც ჩანს, კაკულიამ კარგი შთაბეჭდილება
დატოვა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სერგეი კარამანმა, მომდევნო შეხვედრაში უფრო მეტი სათამაშო დრო მისცა ჩვენებურს. "ისკრა-სტალთან" საშინაო მატჩში დათო კვირკველიამ მეორე ნახევარი სრულად ჩაატარა. ამ შეხვედრის ოთხივე გოლი სწორედ შესვენების შემდეგ გავიდა.

3 ტურის შემდეგ, კაკულიას გუნდს მხოლოდ 1 ქულა აქვს და "გაგაუზიასთან" ერთად XI-XII ადგილს იყოფს. მომდევნო მატჩს დათოს გუნდი "ტრასპოლთან" სტუმრად ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული