ვასილ ღუჭაშვილი "დაჩიასგან" გათავისუფლების ფურცელს ელოდება

AutoSharing Option
ვასილ ღუჭაშვილი მოლდოვურმა "დაჩიამ" 2009 წელს დაიმატა, წელიწადნახევრის შემდეგ კი დედაქალაქის მეორე კლუბში "ზიმბრუში", სეზონის ბოლომდე იჯარით გაუშვა; თუმცა ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ღუჭაშვილი კლუბმა აღარ მიიღო.

ქართველი ფეხბურთელისადმი ასეთი დამოკიდებულება იმან განაპირობა, რომ "დაჩია" ევროპის ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ქართულმა კლუბმა, "ზესტაფონმა" გამოთიშა.

"დაჩიასთან" კონტრაქტი ქართველს  წლის ბოლომდე აკავშირებს, მაგრამ ფეხბურთელს არც თამაშის უფლებას აძლევენ და არც გათავისუფლების ფურცელს, რომლის სანაცვლოდაც კიშინიოველები ღუჭაშვილს ფულს სთხოვენ.

როგორც თავად ფეხბურთელი ამბობს, კლუბსა და მას შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სავარაუდოდ, რამდენიმე
დღეში, ის გათავისუფლების ფურცელს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოვარდნის შემდეგ, მოლდოველებმა გუნდიდან სხვა ქართველი ფეხბურთელებიც , დავით გამეზარდაშვილი და ლევან კორღალიძეც დაითხოვეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული