კალაძე: ვიტესი? პირველად მესმის

AutoSharing Option
მას მერე, რაც მერაბ ჟორდანია ჰოლანდიური "ვიტესის" პრეზიდენტი გახდა, ჰოლანდიურ კლუბს არაერთი ქართველი ფეხბურთელის მომავალი დაუკავშირეს - მაგალითად, გიორგი ჭანტურია, რომელსაც "ბარსელონასთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და თითქოს "ჩელსისკენ" უჭირავს გეზი...

გუშინ ჰოლანდიურმა "აიაქსშოუთაიმმა" უფრო ხმაურიანი ინფორმაცია გაავრცელა - ჟორდანიასთვის სასურველ ფეხბურთელთა სიაში პირველ ნომრად საქართველოს ნაკრებისა და "მილანის" მცველი კახა კალაძე ყოფილა. წყარო დაბეჯითებით ირწმუნება, რომ კალაძეს, რომელსაც "მილანთან" კონტრაქტი გაისად უმთავრდება, "ვიტესი" ახლავე გამოისყიდის. სიის მეორე ნომერია შვეიცარიის ნაკრების თავდამსხმელი ალექსანდერ ფრაი, რომელიც "დორტმუნდიდან" მშობლიურ "ბაზელში" დაბრუნდა. კომენტარისთვის კალაძეს დავუკავშირდით:

"ვიტესს" უნდა ჩემი აყვანა? პირველად მესმის. პირადად ჩემთან არავის ულაპარაკია და რამდენადაც ვიცი, ჩემს აგენტსაც არავინ დაკავშირებია. "იუვენტუსის" ვარიანტზე კვლავ გრძელდება მუშაობა, იმედიანად ვარ განწყობილი და... ვნახოთ", - გვითხრა ნაკრების კაპიტანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული