იოჰან ბოსკამპი: ჟორდანიას ალკმაარისა და ბევერენის ყიდვაც უნდოდა

AutoSharing Option
ჰოლანდიაში მერაბ ჟორდანიასადმი ინტერესი ძალზე დიდია. იქაურებს ყველაფერი აინტერესებთ ქართველი საფეხბურთო ფუნქციონერის წარსულიდან. ჰოლანდიაში "აღმოაჩინეს", რომ მათივე თანამემამულე, ცნობილი მწვრთნელი იოჰან ბოსკამპი, გასული საუკუნის მიწურულს თანამშრომლობდა ჟორდანიასთან. საინტერესოა, რა უთხრა მყვირალა ჰოლანდიელმა ადგილობრივ მედიას:

"1999 წლის აპრილიდან საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში, თბილისის "დინამოში" მთავარ მწვრთნელად ვმუშაობდი. მაშინ მერაბ ჟორდანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო. "დინამოში" ჩემი მუშაობა ჟორდანიას შეუმჩნეველი არ დარჩენია და რამდენიმე თვეში ეროვნული ნაკრების თავკაცობა შემომთავაზა. დავთანხმდი და კლუბის პარალელურად ნაკრებსაც ვწვრთნიდი, მით უმეტეს, "დინამო" ეროვნული ნაკრების საბაზო
გუნდი იყო. ჟორდანიასთან მხოლოდ 3-თვის განმავლობაში ვმუშაობდი. ის კარგი პიროვნებაა - კომუნიკაბელური და საქმიანი. საქართველო 1999 წლის დეკემბერში დავტოვე, თუმცა ჟორდანიაზე რაღაცები ვიცი. ის ძლიერ ფინანსურ ჯგუფთან არის დაკავშირებული, უყვარს და კარგად ერკვევა ფეხბურთში. ისიც ვიცი, რომ ჟორდანიასა და მის ჯგუფს "ვიტესამდე" "ალკმაარის" ყიდვა უნდოდათ. მანამდე კი ბელგიაშიც ეძებდნენ კლუბს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ შარშან ბელგიური კლუბის "ბევერენის" შესყიდვა უნდოდა, გრანდიოზულ პროექტზე იყო ლაპარაკი, მაგრამ გარიგება, რატომღაც, არ შედგა".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული